არჩევნები
გურჯაანის ოლქში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ სამ უბანზე მოიგო
N12 გურჯაანის ოლქში სულ 51 უბანია, მათგან ოპოზიციურმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მხოლოდ 3 უბანზე მოიგო. ესენია: N10 ვაზისუბნის უბანი, სადაც მან 367 ხმა მიიღო და მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 5 ხმით გადაასწრო. N34 ჩალაუბნის უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 300 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 181; N46 გურჯაანის უბანზე კი, გრიგოლ ვაშაძემ 326 ხმა დააგროვა, სალომე ზურაბიშვილმა კი -288. დანარჩენ უბნებზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ყველაზე მეტი, 604 ხმა N41 არაშენდის უბანზე მიიღო, 600 ხმა დააგროვა N15 ველისციხის უბანზე.

| Print |
FaceBook Twitter Google