არჩევნები
დაპირისპირება როსტომ სესიაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის
როგორც speqtri.ge-სთვის გახდა ცნობილი, ყვარლის #20 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
-„საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მერი როსტომ სესიაშვილი. მოსული იყო ხატია დეკანოიძე, რომელმაც სთხოვა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, მან ცინიკურად დაიწყო ლაპარაკი. საქმე სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა. როსტომ სესიაშვილი ამბობდა, მე უბანზე შიგნით არ ვარ და რა ზეწოლას ვახდენო? იძულებული გავხდი, რომ პოლიცია გამომეძახა. როგორც კი მან ამის შეიტყო, ტერიტორია დატოვა. “ - გვითხრა ყვარლის # 16 საოლქო კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ლია ბოტკოველმა.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.
"სარჩვნო უბანთან ყვარლის მერი თავისი მთელი ადმინისტრაციული რესურსით, დეპარტამეტის უფროსებით ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში. პირდაპირ შესასვლელთან იდგნენ ის და მისი მაღალჩინოსნებები. ყველას მიუთითებდა,  ვისთვის უნდა მიეცა ხმა, რაც არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს არის კანონდარღვევა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ლია ბოტკოველის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ყვარლის სხვა საარჩევნო უბნებზეც.
-„ მთელი ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, გამგებლები ასე დგანან პირველ, მესამე მეოთხე უბანზე. რომ იტყვიან კორიდორში შედის ამომრჩეველი. ილიას ტბის დირექტორი, მამუკა ნათელაძე კი პადრუჩკით დაარბენინებს ამომრჩეველს, მათ მანქანიდან გადმოსვლას არ აცდის. როდესაც შენიშვნა მივეცით ამის თაობაზე, გვიპასუხა, არჩევნების დღეა, ეს ესე ხდება, ყველამ ყველაფერი უნდა ვეცადოთო. იყო შემთხვევები, რომ მარკირებული ამომრჩეველი მოვიდა უბანზე და მას ხმა არ მივაცემინეთ.“
ლია ბოტკოველის თქმით, ამ დროისთვის მათ სულ 6 საჩივარი დაწერეს ყველა მათგანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოლიმპიური ჩემპიონის და
ოლიმპიური ჩემპიონის და "ქართული ოცნებიდან" წინა მოწვევის პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, სპორტსმენებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს.
11:28 / 03.11.2018
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით,  ახმეტის #18 საოლქო საარჩევნო კომისის თავჯდომარე მინიდა იოკურიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
15:48 / 29.10.2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან
ორი კვირის ვადაში ჩატარდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება.
15:02 / 29.10.2018
სიღნაღის #13 ოლქის 35 საარჩევნო უბნიდან, 22 უბანზე სალომე
ზურაბიშვილმა, 12-ზე გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ერთ უბანზე დავით
უსუფაშვილმა გაიმარჯვა.
სიღნაღის #13 ოლქის 35 საარჩევნო უბნიდან, 22 უბანზე სალომე ზურაბიშვილმა, 12-ზე გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ერთ უბანზე დავით უსუფაშვილმა გაიმარჯვა.
13:49 / 29.10.2018
დედოფლისწყაროს #14 სააარჩევნო ოლქის 23 უბანი უკვე დათვლილია.
ცესკო-ს მონაცემებით
დედოფლისწყაროს #14 სააარჩევნო ოლქის 23 უბანი უკვე დათვლილია. ცესკო-ს მონაცემებით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგილ ვაშაძემ მხოლოდ #5 უბანზე გაიმარჯვა, დანარჩენ უბნებზე კი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
13:14 / 29.10.2018
სხვა ამბები
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
17:22 / 13-11-2018
ორგანიზაციის მიზანია, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
15:55 / 13-11-2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას.
12:56 / 13-11-2018
სალომე ზურაბიშვილის განცხადება: ბოლო დღეებში - კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს - განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზის და ქეთევანის - და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
14:06 / 12-11-2018
მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ.
10:12 / 10-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.