არჩევნები
ყვარლის მერი და „ილიას ტბის“ დირექტორი „ნაციონალების“ ბრალდებებს უარყოფენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით უარყოფს „ილიას ტბის“ დირექტორი მამუკა ნათელაძე, რომლის წინააღდეგაც საჩივარი დაიწერა როგორც უბანზე, ასევე ოლქში.

-„იცით როგორი აბსურდია? პირიქით, მე ვეწინააღმდეგებოდი, როდესაც თვითონ აკეთებდნენ ამას და მე მასეთ რამეს ნამდვილად არ ვიზამ. ერთი ადამიანი მაინც მომიყვანონ, რომელიც დაადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა მოვახდეინე და ვაღიარებ, მაგრამ ვერ მომიყვანენ. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ვინმეზე ზეწოლა განვახორციელო. არც ამომრჩეველი მიმყავს, აქ ვდგავარ, როდესაც ჩემი ამომრჩეველი გამოივლის და ვესაუბრები ხოლმე, თუ მაგის უფლებაც აღარ მაქვს, მაშინ რანაირი არჩევნებია?! ჩუმად თუ ვიდექი, მაშ რაღა გავაკეთო, მითხარით. მე გადაწყვეტილებას ვერავის შევაცვლევინებ. მოხუცი რომ მოდის და კითხვას მისვამს, რაღაც რომ აინტერესებს, არ ვუპასუხო? იციან, რომ ძალიან წაგებული აქვთ არჩევნები და სისულელეებს აკეთებენ. აი, აქ, პარკში ვდგავარ, საარჩევნო დღეს უბნის გარეთ თუ არ ვიყავი, აბა რა ვქნა, მაშ სად წავიდე? -განაცხადა speqtri.ge-სთან საუბარში ილიას ტბის დირექტორმა მამუკა ნათელაძემ.
ოპონენტის ბრალდებებს გამოეხმაურა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილიც და მას აბსურდული უწოდა. როგორც ის განმარტავს, საარჩევნო უბანთან დგომით კანონს არ არღვევს.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყვარლისა და გავაზის საარჩევნო უბნებზე 6 საჩივარი დაიწერა და ყველა მათგანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google