ცენტრალური სააჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 სთ-ის
მდგომარეობით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა
38.16% (1 337 284
ამომრჩეველი). ამის შესახებ ანა მიქელაძემ განაცხადა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო
ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00
საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს
მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,
აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, -
განაცხადა მან.
ანა მიქელაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00
საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიები
დაიწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს.
მასალის გამოყენების პირობები