არჩევნები
კახეთში ყველაზე დაბალი აქტივობა საგარეჯოს ოლქში დაფიქსირდა
ცნობილია შედეგები, თუ როგორი იყო ამომრჩევლის აქტივობა 20 საათის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით.
3504082 ამომრჩევლიოდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 1 637956-მა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, აქ ყველაზე მცირე ამომრჩეველი მივიდა საგარეჯოს ოლქში, ხოლო ყველაზე მეტი - ყვარელში.

N11 საგარეჯოს ოლქში სულ 46268 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებზე კი 18376 მივიდა, რაც საერთო ხმების 39,72%-ია.
N15 ლაგოდეხის ოლქში 38951 ამომრჩევლიდან უბანზე მივიდა 17606 , ანუ 45,2 %;
N18 ახმეტის ოლქში, სადაც 30089 ამომრჩეველია, თავისი არჩევანი დააფიქსირა 46.86%-მა, ჯამში 14101-მა ამომრჩეველმა.
N13 სიღნაღის ოლქში 29948 ამომრჩევლიდან, თავისი არჩევანი გააკეთა 48.61%-მა ანუ, 14558-მა ამომრჩეველმა.
N14 დედოფლისწყაროს ოლქში 21870 ამომრჩევლიდან, უბანზე მივიდა 11017 ანუ, 50.37%;
N17 თელავის საარჩევნო ოლქში 56379 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 52.03%, სულ 29336 ამომრჩეველი.
N12 გურჯაანის ოლქში, სადაც 52385 ამომრჩეველია, რჩეულ კანიდატს ხმა მისცა, 28744-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 54.87%-ია.
N16 ყვარელის საარჩევნო ოლქში, ხმის მისაცემად მივიდა 16395, ანუ საერთო რაოდენობის 57.49%. ოლქში სულ რეგისტრირებული იყო 28517 ამომრჩეველი.

საქართველოს მასშტაბით აქტივობების შედეგები ასეთია.

| Print |
FaceBook Twitter Google