არჩევნები
ლაგოდეხში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
ლაგოდეხის #15 ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მას ხმების 45.04% ხვდა წილად. მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 33.59%-ით.
ამ დროისთვის ოცდაჩვიდმეტივე საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე დათვლილია.  

გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნულ ოლქში არჩევნები შემდეგ უბნებზე მოიგო - 1, 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22, 25, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36;

სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს 3, 12, 13, 14, 17, 23, 24, 26, 37 უბნებზე.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე.



| Print |
FaceBook Twitter Google