Error
არჩევნები
მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა ორი დეკემბერია
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მაქსიმალური ვადა კანონის მიხედვით არჩევნების თარიღიდან ოცი დღეა. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ 2 კანდიდატს აქვს, ვინც პირველში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7 % მიიღო. შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობას ეს ორი კანდიდატი მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google