არჩევნები
ზურაბ ზვიადაური - ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში
ოლიმპიური ჩემპიონის და "ქართული ოცნებიდან" წინა მოწვევის პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, სპორტსმენებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს.
"ჩვენ დავბრუნდით, ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. მე როცა პარლამენტიდან წამოვედი, ვთქვი, რომ ვრჩებოდი "ქართული ოცნების" რიგებში.  "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები, იმ რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს. ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში" - განაცხადა ზვიადაურმა.


| Print |
FaceBook Twitter Google