არჩევნები
ცესკოს სხდომა, სადაც არჩევნების თარიღი უნდა ჩაინიშნოს, 19:00 სთ-მდე გადაიდო
ცესკოს მიერ დანიშნული სხდომა, რომელიც დღეს 13.00-ზე უნდა გამართულიყო 19:00-მდე გადაიდო. სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა განისაზღვროს.
სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მოხდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება, ასევე მეორე ტურის თარიღის განსაზღვრა და საჭირო ფინანსური საკითხევის გარკვევა.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტური 28 ნოემბერს ჩაინიშნება. არასამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობოები.



| Print |
FaceBook Twitter Google