არჩევნები
გურჯაანში "ევროპული საქართველოს" 10-მდე მხარდამჭერი "ქართულ ოცნებას“ შეუერთდა
გურჯაანში პარტია "ევროპული საქართველო" 10-მდე მხარდამჭერმა დატოვა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ. ისინი "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ.
მათი თქმით, პროტესტის მიზეზი "ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც ისინი მხარს უჭერენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.

"ევროპული საქართველოს"  პოლიტიკური საბჭოს წევრის გოჩა სიბაშვილის განცხადებით, ისინი არა პარტიის წევრები , არამედ მხარდამჭერები იყვნენ.

"პირველ ტურში ეს ადამიანები დასაქმებული გვყავდა ანაზღაურებად პოზიციაზე. ხელისუფლება აწარმოებს არნახულ ზეწოლებს ამომრჩევლებზე და პარტიის აქტივზე. მათ ალბათ ვერ გაუძლეს ცდუნებას, შესაძლოა სამსახურებსაც უკვე შეპირდნენ და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. "ევროპული საქართველო" რჩება ისევ იმ პოზიციაზე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული ოპოზიცის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს"- განაცხადა  სიბაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google