არჩევნები
ლაგოდეხში “ნაციონალების" შტაბთან სროლა იყო - ენმ
ლაგოდეხში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის მიმართულებით ისროლეს - ამის შესახებ speqtri.ge-ს ენმ-ს წევრმა თორნიკე მაჭარაშვილმა განუცხადა. -"მხარდამჭერების ნაწილი ვიყავით შტაბის მოპირდაპირე მხარეს. მოდიოდა "ქართული ოცნების“ კოლონა ცენტრალურ გზაზე, დაგვინახეს,ატეხეს ყიჟინა. სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩვენი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლეს. ამისი ფოტომასალა არსებობს,გამოძიება მიმდინარეობს და აღმოჩენილია მასრები. მანქანის სერიაც ვიცით,დადგენილია პიროვნებაც"-აცხადებს თორნიკე მაჭარაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google