არჩევნები
გიორგი გახარია - ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში [R]
სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და იმის დასტურად შეაფასა, რომ საქართველოს აქვს გლობალურად, სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.



„მოგესალმებით ხაშურელებო და არა მხოლოდ ხაშურელებო, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს.

დღეს ხაშურში სიმბოლურია, რომ დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება.

დღეს ხაშურში ვართ, ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი და განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, იმიტომ რომ სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა, ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს სამართლიანი იმ მიმართულებით რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ,“ - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ.



ამასთან, მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და, ასევე, უახლოეს მომავალში განხორციელდება.



„ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და განსაკუთრებით ქართლში, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი დევნილები და ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის მიღმა. ჩვენ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული ოკუპაცია არის ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და სახელმწიფო მილიარდობით ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მიუხედავად პანდემიისა, მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა ქვეყანაში ერთი დღით არ შეჩერებულა და რისი შედეგიც გახლავთ ის, რომ უპრეცენდენტო რაოდენობის, 70 კილომეტრი საერთაშორისო მაგისტრალური გზა წელს შევა მწყობრში, რაც რა თქმა უნდა, მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ, მათი კომფორტი შევქმნათ და რა თქმა უნდა, ქალაქების ნორმალურ განვითარებას შევუწყოთ ხელი.

ასევე, მინდა გითხრათ და ერთგვარად, ბოდიშიც მოვიხადოთ ხაშურელების წინაშე, რომ გაგვიგრძელდა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები წლებია დგას, მაგრამ გპირდებით, რომ ეს უახლოეს პერიოდში დაიწყება და სრულიად რეაბილიტირებული იქნება ხაშურის, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემა და შეიქმნება გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ქალაქ შეეფერება.



ყველამ იცით, რომ მიმდინარეობს სტადიონის რეკონსტრუქცია, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. რა თქმა უნდა, ბანას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს, ჩვენ ვნახეთ, ეს არის გვირგვინი, რომელიც ხაშურს ადგას თავზე და რომელიც აქ შექმნის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს და მისცემს შესაძლებლობას რეგიონს, შეასრულოს ის, რაც კახიმაც თქვა, ეს არის საქართველოს შუაგული. რა თქმა უნდა, ეს გზაჯვარედინი, რომელიც აქ არის, ამას ისტორიული დატვირთვაც აქვს და რეალური დატვირთვაც აქვს, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ კულტურულიც, მათ შორის.

ყველას კარგად გვახსოვს ხაშურის ინდუსტრიული ფუნქციაც და ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ. ხაშურის სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობა. ეს ის მუნიციპალიტეტია, რომელმაც ინდუსტრიული პროდუქტებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რა თქმა უნდა, თბილისი უნდა მოამარაგოს, პირველ რიგში,“- განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების მხარდასაჭერად ახორციელებს, მათ შორის, გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე - „აწარმოე საქართველოში“ და „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“.



მისივე თქმით, ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.



„ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უნდა გავაგრძელოთ. „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს ხაშურში. ჩვენ დავნერგეთ სიახლე. „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბევრ კარგ პროგრამას ქმნიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა, რისკი, დაიწყონ ბიზნესი, გახდნენ ფერმერები, მიეხმაროს. ამისთვის გვჭირდებოდა თბილისში ჩასვლა და სხვადასხვა სამინისტროში სიარული. დღეს ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა - „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ და ეს ყველაფერი იქნება თქვენთან, აქ, ქალაქში და მთლიანად გაიშლება გეოგრაფიულად საქართველოში. ადამიანს შეეძლება, მივიდეს საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის სახლში და მიიღოს სრული ინფორმაცია იმ დონემდე, რომ კონტრაქტიც კი გააფორმოს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობა. ხაშურში მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა ხაშურში, თელავში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარი მაღალი ხარისხის განათლებას უნდა იღებდეს. ეს არის ის ამოცანა, რომელიც გვიბიძგებს მაღალი მიზნისკენ და რამაც უნდა შეგვასრულებინოს ჩვენი ძირითადი მოწოდება - ადამიანი. ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით - ეკონომიკის, თავისუფლების, ღირსების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ კეთილსინდისიერი, ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი შემდგომი 4 წლის სამოქმედო გეგმა. ყველა მიმართულებით - ეკონომიკის, თავისუფლების მიმართულებით, ის წარმატება, რომელსაც მივაღწევთ, რათა შევქმნათ ეკონომიკურად ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მაშინ, როდესაც ვიცხოვრებთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ შრომით და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატება ადრე თუ გვიან იქნება მათი წარმატებაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება და კეთილდღეობა იქნება ცენტრში, რომელიც მიმზიდველს გახდის მათთვის ერთიან სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ წარმოადგენს ხაშურს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ზაზა დუგლაძე არის ღირსეული ადამიანი, ამ კუთხის შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ხაშურელების ღირსეული და ეფექტური ხმა საქართველოს პარლამენტში. მინდა, მას წარმატება ვუსურვო და მინდა ყველანი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
15:32 / 05-04-2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს ე.წ აგენტების, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
12:28 / 03-04-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
15:41 / 26-03-2024
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15-03-2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 24 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 11 / 19 °C
img
სიღნაღი 11 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 24 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.