არჩევნები
გიორგი გახარია - დუშეთის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს [R]
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში.



„დიდი პატივია ჩემთვის, ვაჟას სამშობლოში ვისაუბროთ ამ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას. ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში. ახალგაზრდას, რომელიც აქ იბადება, მას უნდა ჰქონდეს ისეთივე პირობები, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. ეს არის სამართლიანობა და ამას ჰქვია ქვეყანაში წარმატების თანაბარი გადანაწილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დუშეთის ბიუჯეტი 2013 წლის შემდგომ 10-ჯერ გაიზარდა, იყო 2 მილიონი ლარი, დღეს არის 22 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს მეტ გარემონტებულ სკოლას, საბავშვო გზას, ბევრ ახალ გზას, საკმარისი არ არის.



„მხოლოდ ამით არ უნდა იზომებოდეს ქვეყნის და ამ კუთხის წარმატება. ამ კუთხის წარმატება უნდა იზომებოდეს იმ მებრძოლი და მშრომელი ხალხის წარმატებით, რომელიც აქ ცხოვრობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი აქ დარჩეს, წარმატებულად იშრომოს, იღვაწოს თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი მიზანი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად დასაგებ გზებსაც დავაგებთ, ვიცით, რომ სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემაა, დუშეთში და მიმდებარე სოფლებში გაზია პრობლემა, ამ ყველაფერს სწრაფად მოვაგვარებთ, ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება უნდა იყოს, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ან ქალაქში თუ მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, შემდგომ დაბრუნდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ყველა იმ პროგრამას, რომლითაც ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს ვეხმარებით, დაიწყოს თავისი საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი გახარიამ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.



„ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ყველა ის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებშია თავმოყრილი - „აწარმოე საქართველოში“ , სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო. ეს ყველაფერი დღეს გაქვთ თქვენ აქ, დუშეთში, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში, ან იუსტიციის სახლში, სადაც უბრალოდ რომ მიხვიდეთ, ყველაფერს აგიხსნიან, დახმარების რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს. ეს ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი იმ დონეზეა გაკეთებული და ხალხი ისეა დატრენინგებული, რომ თბილისში ჩასვლაც და სამინისტროში სიარული არ დაგჭირდებათ, კონტრაქტის გაფორმება შეიძლება აქ, ბენეფიციარმა როგორ დაიწყოს მონაწილეობა ამა თუ იმ პროგრამაში. ეს ელემენტარული მხარდაჭერაა, იმისთვის, რომ ადამიანი, როდესაც დაქირავებული, ან სახელმწიფო სამსახურში ხარ და შენი ბიზნესი გინდა დაიწყო, პირველ ნაბიჯს რომ დგამ, ძალიან დიდი რისკი და ფსიქოლოგიური წნეხია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თამამ, გულად და მშრომელ ადამიანებს, დუშელებს, ამის შესაძლებლობა მივცეთ. დღეს, ამის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესაძლებლობა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები აქ, დუშეთში გვაქვს მოტანილი.

სახელმწიფოს ვალდებულება, საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - გზა, ელექტრო ენერგია, კანალიზაცია, წყალი, გაზი. რა თქმა უნდა, აქაც, წლებია, ათწლეულებია ბევრი არაფერი არ გაკეთებულა. მე ბევრი კონკრეტული პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ თქვენ, ამას ყველანი კარგად ხედავთ, თან არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბევრი კარგი საქმე ერთად გვაქვს დაწყებული და ვიცით, რომ ერთად უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ, პირველ რიგში, განათლების რეფორმას, იმიტომ, რომ ძლიერი განათლების გარეშე, ქვეყანას, დუშეთს, მომავალი არ აქვს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონცენტრირებულად, რესურსი ჩავდოთ განათლებაში, იმიტომ, რომ ბავშვები, რომლებიც იბადებიან, არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავება, სად ცხოვრობენ და სად იზრდებიან. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა, საშუალო თანაბარ განათლებაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე და მათი მოხუცებულობა უნდა იყოს ღირსეული. სწორედ ამიტომ, დუშეთში, 276 სოფელი არის მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი. ეს ხალხი კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ ამით, ჩვენ ამოვავსეთ ის სოციალური დისბალანსი, რომელსაც ქალაქსა და მთას შორის ვგრძნობთ. ეს არ არის დიდი სხვაობა, მაგრამ ეს არის ელემენტარული სწორი მიმართულება, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს დისბალანსები უნდა ამოავსოს და ადამიანებს, სადაც მათ ცხოვრება უნდათ, უნდა შეეძლოთ ღირსეულად იცხოვრონ. ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს კარგი განათლება, ნიჭი, სითამამე და სურვილი, ჩვენ ყველამ უნდა შევუქმნათ თანაბარი უფლება, თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები იმ საქმის დასაწყებად, რომელიც მათ უნდათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - გლეხი უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი და ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ თვითონ გახდეს დამსაქმებელი, სახელმწიფო ამაში უნდა მიეხმაროს, იმიტომ, რომ ეს ძალიან რთული პირველი ნაბიჯებია“, - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.

გიორგი გახარიამ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის.

„იმისთვის, რომ ამას ყველაფერს მივაღწიოთ, გვჭირდება ერთობლივი გამარჯვებები. ეს არ არის დუშეთის ან თიანეთის გამარჯვება, ეს ქვეყნის გამარჯვება უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დუშეთი, მცხეთა, თიანეთი და ყაზბეგი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც თქვენ ჩემზე უკეთესად იცნობთ, იქნება ღირსეული ხმა თითოეული დუშელის, საკანონმდებლო ორგანოში. ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იყოს ჩემპიონი საქართველოს რეგიონებს შორის. ამ რეგიონსაც შეუძლია ეს და ამ კაცსაც ამის გაკეთება შეუძლია. მე მინდა თითოეულ თქვენგანს სამართლიან ბრძოლაში სამართლიანი გამარჯვება გისურვოთ. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ დუშელებო!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.