არჩევნები
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ,,ქართულმა ოცნებამ" რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა [R]
„ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღოს საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს.

„არჩევანის გაკეთების წინ ყველა ადამიანი ფიქრობს, თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად და რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში. რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მხოლოდ - „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც, დამეთანხმებით, რომ განვითარების მთავარი პირობაა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აშენდა, C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელზეც გადაწყვეტილება სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, როდესაც ის გახლდათ პრემიერ-მინისტრი, ბოლო მაგალითიც, ადასტურებს, რომ ქვეყანას ძლიერი მმართველობა და ინსტიტუტები აქვს - როდესაც საქართველომ, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესოდ გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, შეძლო ვირუსის ყველაზე სახიფათო ტალღის შეკავება - ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ჩვენ შევქმენით ნამდვილად ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული მმართველობის სისტემა. მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ბიზნესის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას. ჩვენ ერთად შევძელით, დაგვესრულებინა დრო, როდესაც ბიზნესმენები და მესაკუთრეები შუაღამით მიდიოდნენ და სახელმწიფოს ჩუქნიდნენ საკუთარ ქონებას. სამწუხაროდ, ეს იყო უსამართლო სახელმწიფო და სწორედ ჩვენ შევძელით ერთად, რომ დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში არის სამართლიანი, არის ობიექტური და არ აძლევს თავის თავს უფლებას, რომ სხვისი საკუთრების უფლებაში ჩაერიოს. ჩვენ შევძელით პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, დღეს ჩვენი ქვეყანა სარგებლობს უვიზო რეჟიმით ევროპასთან, სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. სწორედ ეს საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, ძლიერი გუნდი და გვაქვს ხედვა, როგორც იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე, ასევე, გვაქვს ხედვა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკაში და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში. ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად დავხმარებოდით მეწარმეებს და კერძო სექტორს. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტოს 2.9 მილიარდის პროექტები და გრანტები აქვს გაცემული და აქვე მინდა გითხრათ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებშიც 1.4 მილიარდის პროექტები არის დაფინანსებული. ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომლითაც 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, შექმნა ახალი ბიზნესი, დაასაქმა ადამიანები, ან გააფართოვა უკვე არსებული საწარმო. ჩვენ შევძელით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად განვითარება. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ამ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ახლა გზაში დავათვალიერეთ, მაგრამ ასეთივე პროექტები დღეს კეთდება მთელ საქართველოში და ეს პროცესი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, რომ განვამტკიცოთ ნდობა თქვენთან, მივიღოთ კიდევ ერთხელ, თქვენი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს განვითარება“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.