არჩევნები
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება [R]
კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება.

ამჯერად, არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ,,ქართული ოცნების“ შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.


ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ( ეს პირი იდენტიფიცირებულია და შეგნებულად არ ვამბობ სახელს და გვარს) , რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე რამდენიმე დღეა და თქვენ ეს ფაქტები ყველამ მშვენივრად იცით, ცდილობენ „ქართული ოცნების“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მათი ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი უკვე ცესკოს თანამშრომელზე გადავიდნენ და აღნიშნული პიროვნება მათი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამჟამად, როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, ადგილზე იმყოფება პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.


ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგან მათ არჩევნებში იციან, რომ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ და მხოლოდ პერმანენტულ ძალადობაზე, მუდმივ პროვოკაციაზე არიან გადასულები.


კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან. როგორც ჩანს უკვე მათ აქვთ თავისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ხაზად განსაზღვრული პროვოკაციები, ამიტომ ჩვენ ყველას გვმართებს, რომ პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. სრული მობილიზება მოვახდინოთ ყველა მიმართულებით, რადგან ასევე აქვს საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შანსი, რომ ,, ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არჩევნების შედეგებში იყოს ისტორიულ მინიმუმზე.


ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.