არჩევნები
ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლენტეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე [R]
ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და მოგმართოთ თქვენ - ძალიან ღირსეული და ულამაზესი კუთხის შვილებს. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული პრიორიტეტია მაღალმთიანი რეგიონების განვითარება.

ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებული ზრუნვა, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება.

ეს კარგად გაიაზრა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, კანონი მთის შესახებ, რითაც დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგიები და შეღავათები, რომელიც აუმჯობესებს ადამიანების სოციალურ მდგომარეობას, ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში.

თუმცა გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მარალმთიან რეგიონებში და მათ შორის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადამიანების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„ქართული ოცნება“ გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს მომდევნო ოთხი წლის, ქვეყნის განვითარებისთვის კარგად გააზრებული ხედვა და სწორედ ამ გეგმას გავყვებით ჩვენ, როდესაც ვიზრუნებთ ლენტეხის შემდგომ განვითარებაზე.

გარდა ამისა, გამოვირჩევით იმით, რომ გვყავს ძალიან ძლიერი, ახალი საპარლამენტო გუნდი, რომლის სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია და რომელშიც წარმოდგენილნი არიან როგორც ჩვენი საპარლამეტო გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეები. ეს გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად ქვეყანა და თითოეული მუნიციპალიტეტი წასწიოს წინ, წინ წასწიოს ლენტეხის მუნიციპალიტეტი.



ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. გუშინდელმა დღემ, საფეხბურთო წარმატებამ გვაჩვენა ის, რომ სადაც ვდგავართ ერთად და სადაც არის შემართება, იქ აუცილებლად არის გამარჯვება. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.


| Print |
FaceBook Twitter Google