არჩევნები
ბაკურციხის საარჩევნო უბნიდან "ლელოს" წარმომადგენელი გააძევეს
#9 საარჩევნო ოლქში, ბაკურციხის #30 უბნიდან პარტია "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი გამოაძევეს.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის შტაბის უფროსმა გიორგი ედიშერაშვილმა უთხრა, მათმა წარმომადგენელმა კომისიას მიუთითა, ამომრჩეველს ბიულეტენი კაბინაშივე გადაეკეცა და გარეთ გაშლილი არ გამოეტანა. მისივე თქმით, უბნიდან გაძევების საფუძველი სწორედ ეს მითითება გახდა.

ედიშერაშვილის განცხადებით, საუბნო კომისია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მასობრივად აძევებს.
| Print |
FaceBook Twitter Google