არჩევნები
გიორგი ღვინიაშვილმა ხმა ჩალაუბნის #34 საარჩევნო უბანზე მისცა
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" გიორგი ღვინიაშვილმა საკუთარი არჩევანი სოფელ ჩალაუბნის #34 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
მისი თქმით, დარღვევები თითქმის ყველა უბანზე ფიქსირდება, თუმცა დღეს "ქართული ოცნება" მაინც დამარცხდება. 

-"ქართული ოცნება" არ ღალატობს ჩვეულ სტილს. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში უპრეცენდენტო დარღვევა დაფიქსირდა. კომისიის წევრი დოლენჯაშვილი იმგვარად ახევდა ბიულეტენებს, რომ ორი ნომერი ყუაზე რჩებოდა. სოფელ ჯიმითში "ქართული ოცნების" დეპუტატი ბადრიაშვილი ამომრჩევლებზე ახდენს ზეწოლას, მათ აიძულებს არჩევანი ღიად დააფიქსირონ. დარღვევებია თითქმის ყველა უბანზე. მე მიმაჩნია, რომ ეს არ უშველის "ქართულ ოცნებას", მჯერა რომ მათ დღეს ქართველი ხალხი დაამარცხებს და ქვეყანა გააგრძელებს მომავალ განვითარებას,"- აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა speqtri.ge-სთან.



| Print |
FaceBook Twitter Google