არჩევნები
ბაკურციხის უბნიდან "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელიც გამოაძევეს
სოფელ ბაკურციხის #30 საარჩევნო უბნიდან, "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი თამარ ჯადუგიშვილი გააძევეს, რის გამოც უბანზე საჩივარი დაიწერა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩევლები არღვევდნენ კენჭისყრის ფარულობას და შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ კომისიის რამდენიმე წევრს.

წარმომადგენელმა კომისიას მოუწოდა, მსგავსი ქმედება აღეკვეთათ. თუმცა ამის ნაცვლად, პარტიის წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს.



| Print |
FaceBook Twitter Google