არჩევნები
მერის წარმომადგენელი ლამბალოში საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს #46 უბნიდან მერის წარმომადგენელი ელდარ ჯალილოვი გააძევეს.

როგორც speqtri.ge - სთან საუბარში საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ლეილა ჩოხელმა განმარტა, სოფლის წარმომადგენელი მოსახლეობაში აგიტაციას ეწეოდა.
„მოსახლეობას მიუთითებდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მიეცათ ხმა. ჩვენ რამდენჯერმე აღვკვეთეთ ქმედება, თუმცა მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც ცდილობდა თავისი საქმე გაეკეთებინა. გარდა ამისა, პირბადეს სათანადოდ არ ირგებდა და ამით საფრთხეს უქმნიდა გარშემომყოფებს. როდესაც შენიშვნას ვაძლევდი, აგრესიულად მპასუხობდა. ამიტომ შევადგინეთ აქტი და გავაძევეთ უბნიდან.“

| Print |
FaceBook Twitter Google