არჩევნები
დამკვირვებელმა ლამბალოს უბანზე ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სავარაუდო ფაქტი დააფიქსირა
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს N11 საარჩევნო ოლქის, ლამბალოს 50-ე უბანზე, რომელსაც ორგანიზაციის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ არეგისტრირებდა.


„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 09.11.50 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირებელმა დააფიქსირა ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სავარაუდო ფაქტი კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მხრიდან, რაზეც შეიტანა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და დაწერა საჩივარი, რომელსაც არ ურეგისტრირებდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარე იყო აგრესიული და ცდილობდა დამკვირებელზე ზეწოლას. მან ასევე სცადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორზე, დიმიტრი ნოზაძეზე ფიზიკური ძალის გამოყენება, მიმართა მას უხეშად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით.“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 


ფოტო: ადამიანის უფლებათა ცენტრი
| Print |
FaceBook Twitter Google