არჩევნები
ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით “ქართულმა ოცნებამ” ხმების 55% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 23%, ევროპულმა საქართველომ 3%, პატრიოტთა ალიანსიმა 3%, სტრატეგია აღმაშნებელმა  3%, გირჩმა – 3%, ლელომ – 3%, ლეიბორისტებმა – 1%, ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქართველო – 1%, მოქალაქეები – 1%, სხვა პარტიები – 4%,

„ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, „ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 28% და „ევროპულმა საქართველომ“ 5%-იანი მხარდაჭერა მიიღო. დანარჩენი შედეგები ასე გამოიყურება:

„ლელო“ – 3%;

„გირჩი“ – 3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

„მთავარი“ არხის  დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 41% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33%, „ევროპულმა საქართველომ“ - 5% , „ლელომ“ - 4%,ნ "პატრიოტთა ალიანსმა"-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%, „ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%, „მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო“ აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, „გირჩმა“ მიიღო 3,52%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი 2,37%.
| Print |
FaceBook Twitter Google