არჩევნები
„ლელო-საქართველოს“ გურჯაანის შტაბის უფროსმა არჩევნების დარღვევებზე ისაუბრა
გურჯაანში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ედიშერაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა და წინასაარჩევნო ზეწოლებზეც ისაუბრა.

„რამდენიმეუხეშ დარღვევას გამოვყოფ, რომელსაც ადგილი ჰქონდა უბნებზე. ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების კონტროლი, ქართული ოცნების უბნის უფროსების მიერ და მათთან შეთანხმება, თუ როგორ უნდა მომხდარიყო პოზიციების განაწილება წინასწარ. ასევე უბნებზე მიმდინარეობდა ფულის დარიგება. ეს ხდებოდა, მაგალითად, ნომერ პირველ სარჩევნო უბანზე. ჩემი თვალით დავინახე უბნის უფროსი, დავით მურაკაშვილი, როგორ აძლევდა თანხას მოქალაქეს ხმის სანაცვლოდ. მიდიოდა ასევე შეურაცხყოფები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით, რომლებსაც საარჩევნო უბნებიდან აძევებდნენ. ბიულეტენები კაბინიდან გარეთ გაშლიულები გამოჰქონდათ, რომ პასუხისმგებელი პირისთვის ეჩვენებინათ. ზეწოლის ფაქტები ხდებოიდა ასევე წინასაარჩევნოდაც. ეს იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სუსის თანამშრომლების მიერ, უხეში ჩარევა და სატელეფონო ზეწოლა სოფლებში მერის წარმომადგენლების მიმართ. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო არასწორი, არადემოკრატიული არჩევნები . გამარჯვება, რომელიც დაარქვა ქართულმა ოცნებამ, არ არის რეალური... “

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს N 9 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი არჩევნები პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა მოიგო.

| Print |
FaceBook Twitter Google