არჩევნები
დედამთილმა გააზიარა - კომისიის წევრებისა და საჯარო მოხელეების არგუმენტები სოციალურ ქსელში აგიტაციაზე
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარღვევად იკვეთება სუბიექტის რეკლამა სოციალურ ქსელში საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, კახეთის საარჩევნო ოლქებში არაერთი საჩივარი დაიწერა, პარტიისა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, თუმცა, საჩივრის ავტორის მოთხოვნა - შემდგარიყო სამართალდარღვევის ოქმი - მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

საგულისხმოა, რომ საჩივრებს ხშირად თან ახლავს, სავარაუდო სამართალდამრღვევის მხრიდან ახსნა-განმარტების ბარათი, სადაც მითითებულია, რომ სამსახურში დაბლოკილია ფეისბუქი, ან სახლის კომპიუტერში მუდმივადაა გახსნილი და ხელმისაწვდომია ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, ამიტომ კომენტარის დაწერა ან ფოტოს გაზიარება, ნებისმიერს შეეძლო. ასეთი შინაარსის წერილები, საოლქოს მხრიდან მიღებულია როგორც სარწმუნო არგუმენტი, რის საფუძველზეც, არ იკვეთება დარღვევა.

ერთ-ერთ საჩივარში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ეკატერინე ჯავახიშვილის მიერაა შედგენილი, ვკითხულობთ:

„2021 წლის 15 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერძე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „თელავში ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების, ასევე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარი წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბესიკ ქოჩიშვილი პირადად გაეცნო. პროექტის ფარგლებში კორპუსების შიდა ეზოებში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ფეისბუქ „პოსტს“ კომენტარების ველში გამოეხმაურა #17 თელავის საარჩევნო ოლქის #9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი თამარ ნაცვლიშვილი, რომელიც არჩეულ/დანიშნული იქნა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ. კომენტარის შინაარსი გახლავთ შემდეგი, ჩვენმა დეპუტატმა ამ ერთ წელში შეასრულა დანაპირები და მას იმედი აქვს, რომ ახალი კანდიდატიც ბევრს გააკეთებს ხალხისთვის. „შენს გვერდზე ვართ ნიკი.“

ამ კომენტარით ის პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ერთ-ერთი საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს თელავში, კერძოდ მპგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილ მიხეილ ლაშხს.“ - აღნიშნულია საჩივარში.

საჩივრის ავტორის განმარტებით, თამარ ნაცვლიშვილის ქმედება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას, რის გამოც უნდა დაჯარიმდეს 2 000 ლარით.
ცესკოს საიტზე, ამ საჩივართან ერთად ატვირთულია თამარ ნაცვლიშვილის ახსნა-განამრტება, სადაც წერია, რომ აღნიშნული ფეისბუქგვერდით სარგებლობს მისი მეუღლეც და კომენტარი სწორედ მის მიერაა დაწერილი. ამას ადასტურებს მეუღლის განცხადებაც.

თუმცა, როგორც ეკატერინე ჯავახიშვილი ამბობს, ეს ახსნა-განმარტება მხოლოდ იმიტომ არის მოყვანილი საბუთად, რომ თამარ ნაცვლიშვილმა პასუხისმგებლობა აირიდოს.
„როდესაც ახსნა-განმარტებას წერს საჯარო სამსახურში ან საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული პირი, რომ მისმა მეუღლემ გააზიარა კონკრეტული პოსტი, თავს იცავს და იცის, რომ მის მეუღლეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და სასამართლოც იღებს ასეთი ახსნას საბუთად.

თამარ ნაცვლიშვილის შემთხვევაში, ოლქმა ჩათვალა, რომ უნდა დაჯარიმებულიყო და გაგზავნა სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ მიიღო ეს ახსნა-განმარტებები არგუმენტად და არ დააჯარიმა.
მე მოსამართლეს ნამდვილად ვერ გავამტყუნებ, რადგან არ არსებობს ის საშუალება, რომ გადამოწმდეს, ნამდვილად მან გააზიარა თუ არა.
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კანონი იციან, მათ უტარდებათ ტრენინგები, მაგრამ ალბათ იმიტომ აზიარებენ მსგავსი შინაარსის პოსტებს, რომ ფიქრობენ, სხვები არ დააკვირდებიან და ყურადღებას არ მიაქცევენ.

როგორც ცნობილია, საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო კომისიის 8 წევრს და ისინი არ უნდა იყვნენ დაინტერესებული პირები, ან რომელიმე პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პოზიციაზე წევრები ვითომ ირჩევიან, მაგრამ რეალურად ინიშნებიან. მერე ამიტომ ხდება, რომ ასეთ რაღაცეებს აკეთებენ, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.“

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტი, ლელა ხათრიძე speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, სოციალურ ქსელში აგიტაცია რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ, მაგრამ იქინდა გამომდინარე, რომ სიტყვა სოციალური ქსელი საარჩევნო კოდექსში პირდაპირ არ წერია, საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ვიწროდ განმარტავს ამ ნორმას, რაც არასწორია და არ შეესაბამება სტანდარტს.

„ იგივე საარჩევნო კოდექსი გვეუბნება, რომ საარჩევნო აგიტაცია არის, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის, რომელიც კონკრეტული სუბიექტის არჩევას. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება შეიძლება განხილული იყოს სოცქსელში აგიტაციად, მით უმეტეს, რომ სოციალური ქსელით პოლიტიკური მესიჯების მოსახლეობამდე მიტანა გავრცელებული პრაქტიკაა და აქტიურად იმკვიდრებს ადგილს წინასაარჩევნო კამპანიაში.

საჯარო სამსახური საქართველოში არის მკვეთრად აპოლიტიკური, ეს არის საჯარო სამსახურის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია კანონით. შესაბამისად, არ არის სწორი, როდესაც მოხელე ეწევა აგიტაციას.
ხშირია მოხელეების მხრიდან თავის მართლება, რომ ოჯახის წევრი იჯდა კომპიუტერთან და მან გააზიარა, მეუღლემ გააზიარა და ა.შ. გასულ წელს ასევე გვქონდა პრაქტიკაში, როდესაც კომისიის წევრმა, რომელსაც უგამონაკლიდო ეკრძალება აგიტაცია, მოიტანა საინტერესო არგუმენტი, რომ დედამთილმა გააზიარა კონკრეტული სააგიტაციო პოსტი.

მინდა გითხრათ, რომ ფეისბუქი აქტიურად გამოიყენება როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მექანიზმი და მოხელეთა ჩართულობაც არის ძალიან გავრცელებული მთელის საქართველოს მასშტაბით.“

ლელა ხათრიძის თქმით, ISFED-ი ახორციელებს სოციალური ქსელის მონიტორიგის პროგრამას, მეთოდურად და თანმიმდევრულად სწავლობს სოციალურ ქსელში გამოხატულ პოლიტიკურ აქტივობებს და საზოგადოებასაც აწვდის ანგარიშებს. გამოკვეთილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ სოციალურ ქსელში აგიტაცია უნდა განიხილებოდეს როგორც ჩვეულებრივ აგიტაცია.

„მინდა განვმარტო, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში კი, შესაძლებელია კანონის სწორი განმარტების ფარგლებში საჯარო მოხელეებთა მიერ სამუშაო საათებში გაწეული აგიტაცია იყოს დასჯადი. რაც შეეხება დაკონკრეტებას, რომ ინტერპრეტაციის სფერო არ დარჩეს, ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს და ასახოს საარჩევნო კოდექსში.“ - განმარტავს იურისტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ როგორც საჯარო მოხელეებს, ისე საარჩევნო კომისიის წევრებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.