არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნებზე გურჯაანში აქტივობა დაბალია
გურჯაანის N12 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 51 უბანია, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის თქმით, წელს, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, დაემატა 52 სპეცუბანი, რომელიც მოემსახურება კოვიდინფიცირებულებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მთლიანობაში ოლქში რეგისტრირებულია დაახლოებით 51 500 ამომრჩეველი.

სპეცუბანზე სიაში არის 66 ამომრჩეველი, რომელთაც 2 გადასატანი ყუთი მოემსახურება. მაია ჩუთლაშვილის თქმით, უბნებზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„დღევანდელ დღეს ყველა უბანი 7 საათზე გაიხსნა, 8 საათზე უკვე მიღებული იყო პირველი ამომრჩეველი და ზოგადად პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ინფორმაცია არ მაქვს არანაირ დარღვევასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ოლქში არცერთი საჩივარი არ დაწერილა.“
რაც შეეხება აქტივობას 10 საათის მონაცემებით ოლქში სულ 3659 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 7,11 %-ია.
მაია ჩუთლაშვილის თქმით, აქტივობა წინა არჩევნებთან დაკავშირებით დაბალია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /