არჩევნები
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს თავისუფლად დაკვირვების საშუალება არ მისცეს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)-ის დამკვირვებელს ყვარლის N16 საოლქო საარჩევნო კომისიის N6 მთისძირის უბანზე პროცესზე თავისუფლად დაკვირვების საშუალება არ მიეცა, რაზეც მან შესაბამისი საჩივარი ოლქში დაწერა.

როგორც დამკვირვებელი, მართა წიწრიაშვილი აღნიშნავს, კომისიის თავმჯდომარემ მას ერთი კონკრეტული ადგილი მიუთითა, საიდანაც უნდა დააკვირდეს საარჩევნო პროცესს.

საჩივრის განხილვა ოლქში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა, მართა წიწრიაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, ამ დროისთვის პრობლემა უბანზე მოგვარებულია და პროცესს შეფერხების გარეშე აკვირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /