არჩევნები
მარკირების წესის დარღვევა ლაგოდეხის N12 უბანზე
ლაგოდეხის N15 საოლქო-საარჩევნო კომისიის N12 უბაზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურები. კერძოდ, რეგისტრატორი მანანა კაპანაძე არღვევდა მარკირების წესს და მარკირების სითხეს ამომრჩეველს ასხამდა მაჯაზე. ადგილი ჰქონდა მარკირების წესის დარღვევას, რაზეც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა, ეკა კაკალაშვილმა საჩივარი დაწერა. მისი განმარტებით, ზეპირი მითითების მიუხედავად, დარღვევა მაინც არ აღმოიფხვრა.

თუმცა, როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დარბაიძე ამბობს, მარკირების წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„ეს არ ყოფილა მარკირების წესის დარღვევა, ეს იყო მარკირების არასწორად გაკეთება. ამასთან დაკავშირებით მოვახდინეთ რეაგირება და რეგისტრატორმა მიიღო გაფრთხილება. რეგისტრატორი ახსნა განმარტებაში წერს, რომ უბრალოდ ბოთლიდან სითხე ცუდად გადმოესხა და ამომრჩეველს ხელზე დაესხა. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც ადგილზევე სწორდება. დამკვირვებელს უნდა მიემართა თავმჯდომარისთვის, თუმცა, როგორც კი დაწერა საჩივარი, თავმჯდომარემ მაშინვე მოახდინა რეგირება. მე პირადად მივედი და სიტუაციას ადგილზე გავეცანი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მარკირება არ კეთდებოდა, უბრალოდ სითხე არასწორად ესხმებოდა. თუმცა, ყველა შემთხვევაში პრობლემა მოგვარებულია.“
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /