არჩევნები
გურჯაანში საარჩევნო უბანთან განთავსებული პლაკატები ჩამოხსნეს
გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის N46 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატები ჩამოხსნეს.


მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ინფორმაცია ოლქს speqtri.ge-მ მიაწოდა, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /