არჩევნები
ზეგაანში საარჩევნო უბანთან ოცნების აგიტატორები სავარაუდოდ პროდუქტებს არიგებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში #13 საარჩევნო უბანზე დარღვევები გამოვლინდა.

„მიკროავტობუსში, რომელიც საარჩევნო უბანთან ასი მეტრის რადიუსის დაშორებით დგას, ,,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები სავარაუდოდ საკვებ პროდუქტებს არიგებენ. მათ ასევე ჰონდათ სიებიც. ჩემი გამოჩენისთანავე, მიკროავტობუსში მყოფმა პიროვნებებმა პროდუქტები და სიებიც გადამალეს. “-აცხადებს ერთ-ერთი დამკვირვებელი უჩა ქემაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google