არჩევნები
ვინ არიან ახლადარჩეული მერები კახეთში
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საჩივრების განხილვა არ დასრულებულა, საოლქო კომისიების თავმჯდომარეები ამბობენ, რომ საბოლოო შედეგებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს და არც უბნების გაბათილების ალბათობა ასებობს.

თელავის გარდა უკვე ცნობილია იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებმაც დანარჩენ ოლქებში არჩევნები მოიგეს და მერის პოზიციას დაიკავებენ.

თელავში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ, გიორგი ბოტკოველსა და ქართული ოცნების კანდიდატ, ლევან ანდრიაშვილს შორის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. დანარჩენ ოლქებში კი გამარჯვებულია ქართული ოცნების კანდიდატი.

ქართული ოცნებიდან არჩევნები ყველაზე მაღალი პროცენტით ლაგოდეხის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მოიგო, ყველაზე დაბალი პროცენტით კი - ახმეტის მერობის კანდიდატმა.

გაიცანით კახეთის 7 მუნიციპალიტეტისში ახლადარჩეულები მერები:


საგარეჯო: ავთანდილ გულიკაშვილი – 62,38% (13 314 ხმა)



გურჯაანი: ზურაბ უტიაშვილი – 60.57% (16 483 ხმა)




სიღნაღი: მალხაზ ბეგიაშვილი – 59,19% (9 401 ხმა)



დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი – 69,42% (7 777 ხმა)



ლაგოდეხი: ჯონდო მდივნიშვილი – 70.12% (12 095 ხმა)



ყვარელი: გივი ზაუტაშვილი – 56.67% (9 248 ხმა)



ახმეტა – ალექსი ფიცხელაური – 53.77%(7 681 ხმა)


| Print |
FaceBook Twitter Google