არჩევნები
თელავში კოვიდსიაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა ხმა უბანზე მისცა
თელავში საოლქო საარჩევნო კომისიის N 17.20 იყალთოს უბანზე ამომრჩეველმა, ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც კოვიდსიაში იყო რეგისტრირებული, ხმა უბანზე მისცა.

ამასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია შუშტაკაშვილმა, საჩივარიც დაწერა.
როგორც თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამ პიროვნებას იზოლაციის ვადა დაუსრულდა და უბანზე ამიტომ მივიდა.


„ის ნამდვილად იყოს რეგისტრირებული კოვიდსიაში, დაუმთავრდა იზოლაცია და მივიდა უბანზე. ის კოვიდსიით ვეღარ მისცემს ხმას. ეს გავაკეთეთ, რომ ამ ამომრჩევლემა მხოლოდ ერთგან დააფიქსირა თავისი არჩევანი. თუ ადამიანი თვითიზოლაციაში არ არის, მას სრული უფლება აქვს გამოვიდეს და კოვიდყუთს არ დაელოდოს სახლში.“

მსგავსი ვითარებაა N49-ე კურდღელაურის უბანზეც, სადაც კოვიდ სიაში აღრიცხული იყო საუბნო კომისიის თავმჯდომარე.

„სიების ფორმირება დამთავრდა 25-ში და ამის შემდეგ ვისაც მოეხსნა იზოლაცია, ასეთი გვყავს კომისიის თავმჯომარეც. დღეს გადავამოწმეთ, რომ ის აღარ არის კოვიდინფიცირებულების ბაზაში.

49-ე უბანზე, თავმჯდომარე, ლალი მუღულაური იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, რომელიც გამოვიდა იზოლაციიდან 27-ში, ის ახლა კომისიაში იმყოფება და ხელმძღვანელობს კომისიას. მას მოეხსნა იზოლაცია და უფლება მივეცი, რომ ხმა მიეცა თავის უბანზე, სადაც იმყოფება და ამავე დროს გადავაფრთხილე კოვიდ უბანი, მისი გვარის გასწვრივ გაეკეთებინათ ჩანაწერი, რათა აღარ მისულიყვნენ მასთან სახლის მისამართზე.“


კითხვაზე, რითი განსხვავდება კოვიდ სიები გადასატანი ყუთის სიებისგან, მაშინ როდესაც გადასატანი ყუთის სიაში აღრიცხულ ამომრჩევლებს არ აქვთ უბანზე ხმის მიცემის უფლება? - რევაზ გაიპარაშვილი გვპასუხობს:

„გადასატანი ყუთი სულ სხვა გახლავთ, სულ სხვა რეგულაციაა კოვიდყუთზე. გადასატან ყუთის სიაში ვინც არის, მან წერილობით განაცხადა თანხმობა ამ სიაში მოხვედრაზე და უბანზე რომ მობრძანდეს, ვერანაირად ვერ მისცემს ხმას. კოვიდ სიებში რეგისტრაციისთვის უნდა დაერეკათ ცესკოში 23-დან 25-ის ჩათვლით, თუ თვითონ არ დარეკავდნენ, ამ სიაში ვეღარ მოხვდებოდნენ. ეგონათ, რომ იზოლაციის ვადა არ გაუვოდოდათ ამ თარიღამდე ალბათ და იმიტომ დარეკეს, მაგრამ მიიღეს შეტყობინება, რომ იზოლაციაში აღარ იმყოფებიან. გადამოწმებულია ორივე პიროვნება შესაბამის ბაზაში.

ამომრჩეველს ჩვენ ხმის უფლებას ვერ წავართმევთ. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნებოდა, სად მისცემდნენ ხმას, მაგრამ ერთხელ უნდა მიეცათ. ჩვენ გამოვრიცხეთ, რომ მათ ორგან მიეცათ ხმა.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან რევაზ გაიპარაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google