2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გურჯაანის მაჟორიტარი-დეპუტატობის
კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მოქმედი მაჟორიტარი
გიორგი ღვინიაშვილი იქნება.
როგორც speqtri.ge-ს პარტიაში განუცხადეს, მას ხვალ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ოფიციალურად წარადგენენ.
გიორგი ღვინიაშვილი, რომ კვლავ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა,
ამის შესახებ ჯერ კიდევ
აპრილის თვეში ვწერდით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილი 2004 - 2008 წლებში თბილისის
პროკურორი იყო, 2008 - 2012 წლებში კახეთის რეგიონის სახელმწიფო
რწმუნებულის პოსტს იკავებდა, 2012 წელს კი გურჯაანის მაჟორიტარ
დეპუტატად აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები