პოლიტიკა
პოლიტიკური შემომწირველები აუდიტის სამსახურის კითხვებს უპასუხებენ
დღეიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ცალკეულ შემომწირველებს, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, გამოკითხვაზე იბარებს.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, კითხვები ყველა პარტიასთან დაკავშირებით არსებობს.

„ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ თანხა გაღებული აქვს ისეთ კერძო პირს, რომელსაც შემოსავალი არ გააჩნია. ამ დროს კი პარტიის სასარგებლოდ საკმაოდ მსხვილი თანხები აქვთ გაღებული. შესაბამისად, ვითხოვთ მოსვლას, რომ პირადად წარმოადგინონ საჭირო ინფორმაცია“,-განაცხადა აზნაურაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთი პარტია ამ დროისთვის 40-მდეა.

აქვე განვმარტავთ, რომ თუკი განხორციელებული შემოწირულობის კანონიერება ვერ დადასტურდა, შემომწირველი ფიზიკური პირი პარტიის სასარგებლოდ გადარიცხული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუდიტი / პარტია /