პოლიტიკა
წინასაარჩევნო დარღვევები კახეთში



სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პეროდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2016 წლის 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევებმა, რომლებზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ორგანიზაციის დაკვირვებით, მთელი საქართველოს მაშტაბით გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის- 4, ფიზიკური დაპირისპირების- 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის -4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების- 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის- 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4- ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების- 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის- 3 ფაქტი.

კონკრეტულად კახეთის რეგიონში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის:

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის შემთხვევები 

დედოფლისწყარო 28 ივლისს „კახეთის საინფორმაციო ცენტრის” მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც თამილა გურაშვილი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარაზე საუბრობს.1 აღნიშნულ ქმედებაში იგი მუნიციპალიტეტის გამგებელსა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ადანაშაულებს. თამილა გურაშვილი დასაქმებულია დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრში კურიერად და ამავდროულად, დედოფლისწყაროში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ხოლო მისი შვილი თორნიკე გურაშვილი „ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. სწორედ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს გურაშვილი მასზე განხორციელებული ზეწოლას. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბრისას თამილა გურაშვილმა განაცხადა, რომ გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა 21 (21 ან 22, ზუსტად ვერ ასახელებს) ივლისს დაიბარა და პოლიტიკური საქმიანობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. გურაშვილი კულტურის ცენტრის დირექტორს, ნონა ჯიბღაშვილსაც ადანაშაულებს იმაში, რომ მის მიმართ სამსახურებრივ საქმიანობის განხორციელების დროს ის მუდმივად, უნდობლობას გამოხატავს და ემუქრება სამსხურიდან გათავისუფლებით. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესაუბრა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელმაც არ დაადასტურა თამილა გურაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს და გურაშვილი ადრეც ავრცელებდა ზეწოლის და მუქარის შესახებ ცრუ ინფორმაციას.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
დედოფლისწყარო 5 აგვისტოს, 16.00 საათზე დედოფლისწყაროს ცენტრში მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, დასუფთავების, კულტურის სამსახური თანამშრომლები, ბაღისა და სკოლის პედაგოგები, და ყველა სოფელში გამგებლის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გაემგზავრნენ თელავში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის შეხვედრაზე. დედოფლისწყარო-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთი მძღოლის თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის დავით ალუღიშვილის მიერ 4 აგვისტოს ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მკაცრად იქნა გაფრთხილებული, რომ 5 აგვისტოს თბილისის მიმართულებით არ განეხორციელებინათ მგზავრთა გადაყვანა, ვინაიდან მათ თელავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე წამსვლელებისთვის უნდა გაეწიათ სატრანსპორტო მოემსახურება. მძღოლის ინფორმაციის თანახმად, მათ მიიღეს პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვისა და საწვავით უზრუნველყოფის დაპირება.
სიღნაღი 5 აგვისტოს, 16 საათზე, სამუშაო საათებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შემავალი სამსახურების თანამშრომლები ქალაქ თელავში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გამართულ შეხვედრაზე გაემგზავრნენ, სადაც კახეთის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა პრემიერ მინისტრის მიერ იყო დაგეგმილი. 16 საათზე, სიღნაღში თითქმის ყველა ადგილობრივი სამსახურის ოფისი დაკეტილი იყო.
საგარეჯო 2016 წლის 5 აგვისტოს, 14 საათზე, სამუშაო საათებში, ქალაქ საგარეჯოს გამგებელი, გიორგი გზირიშვილი და გამგეობის თანამშრომლები გაემგზავრნენ ქალაქ თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიების წინა დღეებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან იყო მუდმივი მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წასულიყო ქალაქ თელავში პარტიის შეხვედრაზე. პარტიის წევრები ბაღის და სკოლის პედაგოგებს სთხოვდნენ თელავში შეხვედრაზე გამგზავრებას. სკოლის დირექტორებს ჰქონდათ დავალება, რომ შეხვედრაზე მინიმუმ 5 პედაგოგი მიეყვანათ. ტრანსპორტირება და სხვა დამატებითი ხარჯი უზრუნველყოფილი იყო უშუალოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. 2016 წლის 5 აგვისტოს ,,ქართული ოცნების” წევრები აჩერებდნენ გზად მიმავალ ტრანსპორტს და ამოწმებდნენ იყო თუ არა იმ რაოდენობის ხალხი, რაც მათ მოითხოვეს. თუმცა სხვა რაიმე სახის ზეწოლასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტი

ლაგოდეხი 2016 წლის 27 ივლისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის რაიონულ ოფისს მუნიციპალიტეტის გამგებელმა წერილობით მიმართა და პარტიის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შენობის დაცლა მოსთხოვა. აღნიშნული ფართი მდებარეობს ქ. ლაგოდეხში, წმინდა ნინოს ქუჩა #2, კინოთეატრის შენობაში. აღსანიშნავია, რომ პარტია მსგავსი ფაქტის წინაშე ორი წლის წინაც დადგა. 2014 წლის 2 აგვისტოს, ოფისში მისულ თანამშრომლებს პარტიის რაიონული ოფისი დაკეტილი დახვდათ. პარტიამ გაასაჩივრა აღნიშნული ქმედება სასამართლოში, პროცესი მოიგო და საიჯარო ხელშეკრულება მომდევნო ორი წლით გაგრძელდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ კაკალაშვილი ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელშეკრულების ვადის გასვლისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეტოვებინათ დაკავებული ფართი, თუ ამას აუცილებლობით დადასტურებული მიზეზი ექნებოდა. გამგებლის 2016 წლის წერილში კი ფართის დაცლის აუცილებლობა მითითებული არ არის.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები

თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სააქტო დარბაზში, 4 აგვისტოს 12 სთ-ზე პოლიტიკური მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ორგანიზებითა და დაფინანსებით, დაგეგმილი იყო თელავის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება. დარბაზში იმყოფებოდა დაახლოებით 30-35 ადამიანი. ყრილობის გასაპროტესტებლად სამუსიკო სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ მიერ ორგანიზებულ კონტრ-აქციაზე შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლება. კონტრ-აქციას ორგანიზებას უწევდა გირჩის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი). კონტრ-აქციის მიზანი იყო „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერებისათვის არ მიეცათ დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების საშუალება და პროტესტი გამოეხატათ მათი პრორუსული პოლიტიკის მიმართ. კონტრ-აქციას შეუერთდა სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოსთვის“ თელავის ორგანიზაციის ლიდერი თამარ ლამაზოშვილი თავის მომხრეებთან ერთად და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი თავის მომხრეებთან ერთად. ასევე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ პოზიცია გაიზიარა თელავში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბაზში შესვლა ითხოვა მოქალაქე რომან ქევხიშვილმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ იმ მომენტისთვის იქ იმყოფებოდა როგორც რიგითი მოქალაქე. ყრილობის ორგანიზატორებმა, კერძოდ კომუნისტური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ფიფიამ, მას არ მისცა დარბაზში შესვლის ნება და ამის მიზეზად დაასახელა მაისური, რომელიც რომან ქევხიშვილს ეცვა. მაისურზე დატანილი იყო წითლად გადახაზული საბჭოთა სიმბოლიკა (ნამგალი და ურო) და წარწერა პუტინის მისამართით. ქევხიშვილი ამბობდა, რომ მას ქონდა კონსტიტუციური უფლება დასწრებოდა შეხვედრას და დაჟინებით მოითხოვდა შესვლას, რაზეც თემურ ფიფიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხა და სახეში ხელი გაარტყა. ამის შემდეგ დაიწყო შეხლა შემოხლა. ქევხიშვილმა ფიფიას მისამართით შეიგინა და მას კვერცხი ესროლა. გარეთ გამოსულმა ქევხიშვილმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ოპერატიულად მოსულ ეკიპაჟს ფაქტზე რეაგირება სთხოვა. პოლიციამ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ დააკავა ფიფია და გადაიყვანა კახეთის რეგიონალურ სამმართველოში. თუმცა, ინციდენტი ამით არ ამოწურულა. პარალელურად მიმდინარეობდა სიტყვიერი დაპირისპირება „სოციალისტური საქართველოს ლიდერებს, კონტრ-აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერების მხრიდან მრავალგზის იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა და უცენზურო მიმართვები, როგორც კონტრ-აქციის ორგანიზატორების ისე მონაწილეებისა და ჟურნალისტების მისამართით („ამერიკელო ღორებო, დოლარებად ნაყიდო ერო, უტვინო კაპიტალისტებო, ამერიკელების მონებო, ტვინნაღრძობო საზოგადოებავ და ა.შ.“). აღსანიშნავია, რომ კონტრ-აქციის არცერთი მონაწილის მხრიდან არ ჰქონია ადგილი საპასუხო უცენზურო მიმართვებს, ან სიძულვილის ენის გამოყენებას. საბოლოოდ, „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა ჩაიშალა. მათ აიღეს გვირგვინი და თავის მომხრეებთან ერთად გაემართნენ ერეკლე მეორის ძეგლისაკენ. მსვლელობას სასტვენებითა და შეძახილებით „საქართველო“ გაჰყვნენ კონტრ-აქციის მონაწილენი. ერეკლეს ძეგლთან ხალხს სიტყვით მიმართა გრიშა ონიანმა და ვალერი კვარაცხელიამ და ეს მიმართვაც სასტვენების ფონზე და შეძახილების „წადით“ ფონზე მიმდინარეობდა. ამ დროს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა საბჭოთა სამხედრო ფორმაში ჩაცმული 3 ყოფილი სამხედრო პირი. მათმა გამოჩენამ შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. ისინი აპროტესტებდნენ გამოყენებულ საბჭოთა სიმბოლიკებს. საგულისხმოა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები სამხედრო პირებს მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა სხვა ზომები მათ მიმართ არ გამოუყენებიათ. ყველა მხარემ დაახლოებით ნახევარ საათში ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ თემურ ფიფიას მიმართ მოქალაქე რომან ქევხიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 6 აგვისტოს ჩატარდა სასამართლო სხდომა სადაც ფიფიას შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მორიგი სხდომა ჩანიშნულია 9 სექტემბერს.

. არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

სიღნაღი სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნატო უსენაშვილი სოფელ ბოდბეში მეუღლის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სხვადასხვა ოჯახს სტუმრობდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ეწეოდა აგიტაციას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღნიშნული ფაქტი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს აცნობა. კომისიის თავმჯომარემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ მან აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს მიაწოდა. მიუხედავად ამისა, ნატო უსენაშვილი კვლავ აგრძელებს წინასაარჩევნო აგიტაციას პარტიის და პარტიის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის სასარგებლოდ. ნატო უსენაშვილის აგიტაციაში მონაწილეობას ადასტურებს ბოდბის გამგებლის წარმომადგენელი ბაჩუკი კოჭლამაზაშვილი. საგულისხმოა, რომ ნატო უსენაშვილი საოლქო კომისიაში ყოფნის ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში იმყოფება პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის ოფისში. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრებს აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. აღნიშნული წესის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიაში

ახმეტა 2016 წლის 29 ივლისს ქალაქ ახმეტაში, ჩოლოყაშვილის სკვერში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდა მოსახლეობა და პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები. ამომრჩეველთან შეხვედრისას შალვა ნათელაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა. მმართველი პარტიის მისამართით შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „8 ოქტომბერს ეგენიც ცოცხით უნდა გავისტუმროთ“.

თელავი სიძულვილის ენა გამოიყენეს „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერებმა თელავში.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.