პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის პარტიის დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღი-დედოფლისწყაროში გიორგი მჭედლიშვილია
სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი მჭედლიშვილს წარადგენს.
-„წარმოშობით სიღნაღის რაიონიდან ვარ, ძალიან ახლოს ვიცნობ აქ არსებულ პრობლემებს, ამიტომაც გადავწყვიტე კენჭი მეყარა. ოფიციალური წარდგენა როდის იქნება არ ვიცი, ალბათ 4, ან 5 სექტემბერს.“-აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

გიორგი მჭედლიშვილი პროფესიით იურისტია, მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google