პოლიტიკა
საია-მ speqtri.ge-ს მიერ გავრცელებული მასალის საფუძველზე საჩივრით ცესკო-ს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ speqtri.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის შემდეგ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მოსულიშვილის საქმეზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.
25 აგვისტოს, შოთა მოსულიშვილმა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტო. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ზე 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საჩივარში განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა.

ამავე კოდექსისის 79-ე მუხლის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საიას აღნიშნული საჩივარი განხილვის პროცესშია.
| Print |
FaceBook Twitter Google