პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" დამფუძნებელი ყრილობა გამართა
დღეს, 27 მაისს, სპორტის სასახლეში პარტია "ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართა.

დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე, გენერალური მდივნად კი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აირჩიეს, თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია წარადგინეს.

ასევე აირჩა ახალი პოლიტიკური საბჭო, რომელშიც 12 ქალი და 79 მამაკაცია, საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google