არჩევნები 2017
გურჯაანში "ქართული ოცნებიდან" კენჭს არჩილ ხანდამაშვილი იყრის
გურჯაანის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" არჩილ ხანდამაშვილია. მართალია, პარტიას ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა საარჩევნო ბანერები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა.
არჩილ ხანდამაშვილი ამ დრომდე "ლიბერთი ბანკის" გურჯაანის ფილიალის მმართველი იყო. მან პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მისთვის, ეს  ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული სიით მეცამეტე ნომრად წარადგინა.



ამავე თემაზე:

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიიდან "ქართული ოცნების" კანდიდატობამდე
| Print |
FaceBook Twitter Google