არჩევნები 2017
503 განაცხადი 306 პოზიციაზე- გურჯაანში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს
გურჯაანში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები 4 სექტემბერს აირჩიეს. 306 პოზიციაზე სულ 503 განაცხადი იყო შესული.
-"კანონმდებლობის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო კომისიების ექვსკაციანი შემადგენლობა 1-დან 5 სექტემბრის ვადაში უნდა აერჩია. სხდომა 4 სექტემბერს ჩატარდა და მას საოლქო კომისიის 11 წევრი დაესწრო. კანონის თანახმად, არჩეულად ჩაითვლება წევრი, რომელიც მიიღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლეოსობას, ანუ 7 ხმას მაინც. 51-ვე უბანზე ექვსკაციანი შემადგენლობა უკვე არჩეულია. შეუთანხმებლობას ადგილი არ ჰქონია. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. გვქონდა უბნები, რომელზეც 20-მდე განაცხადი შემოვიდა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა.

კანონის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა უნდა დაიწყონ არჩენებამდე არაუგვიანეს ოცადმეათე დღისა.

| Print |
FaceBook Twitter Google