არჩევნები 2017
თელავში სამოქალქო აქტივისტებმა ბიულეტენში „ცხვარი" შემოხაზეს
საარჩევნო უბნები თელავში ზუსტად რვა საათზე დაიხურა. ქალაქის მერობისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძოდა. თუმცა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მხარი კანდიდატ ,,ცხვარს,, დაუჭირეს.

არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულმა სამოქალქო აქტივისტებმა ბიულეტენში სიტყვა ,,ცხვარი,, შემოხაზეს. მათი თქმით, ამ ფორმით თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამომრჩეველთა დაახლოებით 38 % -მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც აქტივობის საშუალო მაჩვენებელია.

ასევე, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საჩივარი დაფიქსირდა, რომელიც პარტია ევროპულმა საქართველომ დაწერა, სხვა სახის ექსცესებს კომიიის ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 54 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, ხოლო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 55 580 შეადგენს.

რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, კომისიის ინფორმაციით, რამდენიმე საათში მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსდება.



| Print |
FaceBook Twitter Google