კახეთში ყველაზე დაბალი აქტივობა საგარეჯოში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი - ყვარელში
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის საარჩევნო ოლქებში
ყველაზე მაღალი აქტივობა ყვარლის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე
დაბალი კი -საგარეჯოში. შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია:
N11 საგარეჯოს ოლქი
ერთიან სიაში რეგისტრირებულია 45 917 ამომრჩეველი, თავისი არჩევანი
დააფიქსირა 19 220 ამომრჩეველმა რაც საერთო რაოდენობის 41.86
%-ია;
N12 გურჯაანის ოლქი
ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 52
717-ს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 26 675-მა მათგანმა, რაც ჯამში
50,6%-ია.
N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქი
ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდებაა 30 061, სასურველ
კანდიდატს ხმა მისცა 14 199-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის
47 %-ია;
N14 დედოფლისწყაროს ოლქი
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 21 939, არჩევნებზე მივიდა 10 385,ანუ
47.34%-ია.
N15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი
რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდებაა 38 569, არჩევანი დააფიქსირა 17
952-მა, რაც ჯამში 46,55 %-ს შეადგენს.
N16 ყვარლის საარჩევნო ოლქი
რეგისტრირებულია 28508 ამომრჩეველი, თავისი პოზიცია გამოხატა 15
487-მა მათგანმა, ჯამში 54,33%-მა;
N17 თელავის საარჩევნო ოლქი
აქ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 55 580-ს, არჩევანი
დააფიქსირა 27 079-მა ამომრჩეველმა, ერთიანი სიის 48,72%-მა;
N18 ახმეტის სარჩევნო ოლქი
სულ ერთიან სიაში რეგისტრირებულია 30 068 ამომრჩეველი, რომელთაგან
უბანზე ხმა მისცა 15 036-მა, ანუ 50-მა %-მა.
მასალის გამოყენების პირობები