არჩევნები 2017
ამ დროის მონაცემებით, საგარეჯოში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს
N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის 50 უბნიდან ამ დროის მონაცემებით, დათვლილია 32 უბნის შედეგები. 

თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში  საგარეჯოს ოლქში მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა.

ამ დროის მონაცემებით, აქ ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი ერბოწონაშვილი ლიდერობს. მან ხმების  69,43 % მოაგროვა.
მეორე ადგილზე ხმების 12,88 %-ით არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი;
მესამე ადგილს იკავებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამირან სონიშვილი 9,95 %-ით, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა სოსლან გარსევანიშვილმა კი, ხმების 7,74% დააგროვა.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ქართული ოცნება აქ ხმების 62,77 %-ით ლიდერობს,  ნაციონალურ მოძრაობას  11,78 % ერგო, მესამე ადგილზეა ევროპული საქართველო 9,18%-ით; მას ხმების რაოდენობით მოსდევს პატრიოტთა ალიანსი და ჯამში აქვს 8,3%; მეხუთე პოზიციაზე ხმების 3,61%-ით ლეიბორისტული პარტიაა.

საგარეჯოს ოლქში ერთიან სიაში სულ  45 917 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თავისი არჩევანი კი  19 220 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 41.86 %-ია.



| Print |
FaceBook Twitter Google