არჩევნები 2017
გურჯაანში არჩილ ხანდამაშვილმა ხმების 59,58% დააგროვა
N12 გურჯაანის ოლქში 51 უბნიდან დათვლილია 36 უბნის მონაცემები.

თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში 59,58 % პროცენტით ქართული ოცნების კანდიდატი, არჩილ ხანდამაშვილი ლიდერობს.
მეორე ადგილზეა ევროპული საქართველოს კანდიდატი, გიორგი პეტრუზაშვილი, რომელმაც ხმების 18,26 % დააგროვა, მესამე ადგილზე კი, 11,35 %-ით ნიკა ნიჟარაძე გავიდა.

პროპორციულ არჩევნებშიც ასევე ქართული ოცნება ლიდერობს. აღნიშნულმა პარტიამ საერთო ხმების 52,79% მოიპოვა; მეორე ადგილზე 21,85 %-ით ევროპული საქართველოა, ხოლო  12,75 %-ით მესამე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა გავიდა.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გურჯაანის ოლქში ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 52 717-ს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 26 675-მა მათგანმა, რაც ჯამში 50,6%-ია.


გურჯაანის ოლქში მერობისთვის სულ 10 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google