პოლიტიკა
ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია მიიღებს, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატების ნახევარს აითვისებს
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ახალი შინაარსის მუხლის ასახვა იგეგმება. რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.
შესაბამისად, პარტიებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვათ, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.


| Print |
FaceBook Twitter Google