პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრიან
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს რიგგარეშე სესიაზე კენჭს დღეს ხელახლა უყრიან.

მათი ხუთი წლის ვადით დასამტკიცებლად საჭიროა 100 ხმა, რომელთა მოგროვებაც პირველი მცდელობისას ვერ მოხერხდა. ამჯერად კი კანდიდატების ასარჩევად 90 დეპუტატის თანხმობაც საკმარისია.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტს უფლება აქვს, საკითხს კენჭი ოთხჯერ უყაროს. კიდევ ერთი ჩავარდნის შემთხვევაში, უკვე სიითი უმრავლესობით აირჩევენ, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით. შემდეგ კი შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება

| Print |
FaceBook Twitter Google