პოლიტიკა
კახა კალაძე სანზონის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, სანზონის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელებს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველდღიურად გრძნობს. მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა კახა კალაძის თქმით, მოსახლეობის ნდობა არის დიდი სტიმული კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტის განსახორციელებლად.

„გპირდებით, რომ მომავალში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, არა მხოლოდ მასშტაბური პროექტების სახით, არამედ ვაპირებთ, შევიდეთ ყველა უბანში, სადაც უნდა მოვაწყოთ სპორტული მოედნები, გავაჩინოთ რეკრეაციული სივრცეები და მოვაწესრიგოთ სკვერები. ეს კონკრეტული უბანი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, სადაც წლების განმავლობაში არსებობდა სივრცე, თუმცა, არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. დავიწყეთ მისი განახლება და ეს მიდგომა გვინდა, ყველა რაიონსა და უბანში გადავიტანოთ, რომ ქალაქში, რაც შეიძლება მეტი მწვანე და დასასვენებელი სივრცეები გავაჩინოთ. ვახორციელებთ თემქის ხევში პარკის მოწყობის პროექტს, რომელიც დედაქალაქში ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე იქნება. ასევე, ვაპირებთ თბილისის ზღვის მიდამოების განვითარებას, რათა ნაძალადევში დამატებითი მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

სანზონის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაიონში სხვადასხვა პროექტის განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენი საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით სანზონაში, სადაც მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. აქ იქნება ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე, რომლითაც ყველა თაობის წარმომადგენელი ისარგებლებს. ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მართლაც დაუღალავად ვიშრომეთ და გვაქვს სურვილი და ამბიციაც, რომ თბილისისა და თბილისელებისთვის პოზიტიური საქმიანობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განვაგრძოთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანზონის დასახლებაში, N19-N20 კორპუსებს შორის არსებულ სპორტულ მოედანს (1 050 კვ.მ ფართობი), მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა, ბილიკები, ფანჩატური, განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და საპარკე ინფრასტრუქტურა. დაირგვება 684 ძირი ხე-მცენარე და მოეწყობა ბალახის საფარი. პროექტის ღირებულება 778 000 ლარია.

სანზონის დასახლებაში თბილისის მერობისა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.