პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ; რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველამ ერთად, ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ჩავატარეთ 7 დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და შედეგად, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თავისუფალი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თანამედროვე და უფრო მეტად განვითარებული. რა თქმა უნდა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ყველა მიმართულებით, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა თუ სხვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ ძალიან ბევრ საქმეს სჭირდება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ხალხი. ერთის მხრივ, მმართველები,რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და რეალურ საქმეს გააკეთებენ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ასევე არ იქნებოდა, რომ არა "ქართული ოცნება". სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა”, - განაცხადა პრემიერმა.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google