პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - რიკოთი საუკუნის პროექტია, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას დარჩება
მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება მართლაც რიკოთის უღელტეხილზე, მართლაც საუკუნის პროექტია, შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი; თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავა ნებისმიერი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი კომფორტი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება.

„ეს მართლაც საუკუნის პროექტია, რომელიც დარჩება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მომავალ თაობას. ყველა მიმართულებით, სხვა მაგისტრალები და აქაც წარმოიდგინეთ ჩვენი ხელწერა. ჩვენ 2- ჯერ მეტი მაგისტრალი დავაგეთ, ავაშენეთ, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების დროს, მოგეხსენებათ, მაშინ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის აფიშირება და პროპაგანდა, 68 კილომეტრი გზა აშენდა მხოლოდ მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და კარგად გახსოვთ, რომ ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან აშუქებდნენ და ხსნიდნენ 10-ჯერ ერთსა და იმავე მონაკვეთს, სხვადასხვა რაკურსით გაშუქებულს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელწერა არ არის, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ დავდივართ და ჩვენ თვითონ მართლაც გაოცებულები ვართ, ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში. ბევრგან დავაგეთ გზები, ჯამში 7 000 კილომეტრი ახალი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახდინეთ. წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, ხიდების მშენებლობა - ეს არის ის ფაქტები და ის რეალობა, რომელიც ბოლო წლებში შევქმენით, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ და გაათმაგებული ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აშენება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლება და განათლებული თაობა.

„ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება განათლებული თაობა, სპეციალისტები. ყველა მუნიციპალიტეტში ვგეგმავთ, რომ ავაშენოთ პროფესიული გადამზადების სკოლები, ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტებიც, რომლებიც ადგილზე მოამზადებენ ჩვენს ახალგაზრდებს და ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება იმით, რომ შეიძინონ, შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები. რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ასევე, დაწყებით განათლებას, უმაღლეს განათლებას. ამ მიმართულებით კარგი ხედვები, კარგი გეგმები აქვს განათლების და მეცნიერების მინისტრს და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას. 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლა გავარემონტეთ და 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება შემდგომი წლების განმავლობაში ერთიანი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.