პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ოპონენტები არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა და გამოცდილებისა
ჩვენი ოპონენტები, მეგობრებო, არაფერს გვთავაზობენ გარდა ბნელი წარსულისა და ბნელი გამოცდილებისა; ჩვენმა ხალხმა უარი თქვა მჩაგვრელ, მკვლელ და ანტიეროვნულ ძალაზე, რომელიც უსამართლოდ მართავდა ჩვენს ქვეყანას და ათასობით ადამიანი გააუბედურეს და დახოცეს პირდაპირ, გვახსოვს კარგად ახალგაზრდების პირდაპირ ჩაცხრილვა ქუჩებში, ეს დრო აღარასოდეს აღარ დაბრუნდება ქართველი ხალხის ძალით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის არჩევანი ნათელია.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, თუ ვინ ლამობს, ვინ ძალადობს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, სააკაშვილის მეთაურობით, მათი დე-იურე პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე იმ სისტემის, იმ მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის ნაწილი იყო და ის ცნობილი გვარები. სამტრედიაში გამოსვლისას ჩამოვთვალე შედარებისთვის უბრალოდ, მე მინდა ყველამ ერთად გავიხსენოთ. მხოლოდ ძალოვანი მინისტრები რომ ავიღოთ, ბატონი რატი ბრეგაძე, პროფესორი კაცი, დოქტორის ხარისხის მქონე, გერმანიაში მიღებული განათლება, უწესიერესი, პატიოსანი კაცი, რომელიც ემსახურება თავის ქვეყანას და იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, პენიტენციურ დაწესებულებას, ვარ დარწმუნებული, რომ ეს კაცი არ ჩაიდენს ბოროტებას. მისი ყოფილი წინამორბედი იყო ბატონი ადეიშვილი, რომელიც ცნობილი იყო ათასობით ადამიანის განადგურებით, უამრავი რეალური ისტორია უკავშირდება მის სახელს. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი მიყვებოდა ამას წინათ, რომ აი, რატომ "ქართული ოცნება" - იმიტომ, რომ თუნდაც ბატონი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ შევადაროთ ვანო მერაბიშვილს - მკვლელს, კრიმინალს, რომელიც იყო გამორჩეული ადამიანების ჩაგვრით და ერთ -ერთ მთავარ კორუმპირებულ ადამიანს; ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე ცნობილი ვანელი, უწესიერესი კაცი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ახლა შეადარეთ ასევე სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ ახალაიას. რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი აქვთ თვალწინ და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რომელ ძალას ვირჩევთ. აქეთ არის სააკაშვილი, თავისი მჩაგვრელი, მკვლელებით, სადისტებით და მეორე მხარეს არის ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩამოგითვალეთ, თუნდაც ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრი, რვა შვილის მამა, უწესიერესი კაცი და შეადარეთ კეზერაშვილს, რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ქვეყანაში. ჩვენ ეს ხალხი ვართ მეგობრებო, ეს არის ჩვენი ხელწერა, ეს არის ის ხელწერა, რომელიც დაამკვიდრა და ბეჭედი დაუსვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელიც არ შეიცვლება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში. ეს არის ის ღირებულებები და ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ დავიცავთ მტკიცედ და არავითარი ყოყმანი არ გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.