პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა, მელიამ, გვარამიამ, მერაბიშვილმა დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ტერიტორიები
ამ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 3 წელი, 2024 წლამდე, არ იქნება არჩევნები და ეს 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, მუშაობის, პროგრესის და განვითარების წლები , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი და ამოცანა.

„კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემს მიერ დასახელებულმა პირებმა: სააკაშვილმა, მელიამ, გვარამიამ, მერაბიშვილმა დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ეს მჩაგვრელი ხალხი არასოდეს აღარ დაბრუნდეს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


[R]


| Print |
FaceBook Twitter Google